(ვიდეო) კადიროვმა იუბილეზე საკუთარი შვილები აჩხუბა

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, პირდაპირი არჩევის წესით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოფიციალურად შეუდგა თავის მოვალეობას… თუმცა ეს ყველაფერი დიდი ზეიმთან ერთად საკუთარ 40 წლის იუბილესაც დაამთხვია…
გროზნოში გამართულ საიუბილეო-საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, კადიროვმა 12 წლამდე ბავშვთა შორის ,,ბრძოლა წესების გარეშეს,, ტურნირი მოაწყო, სადაც მისი 3 ვაჟი… 10 წლის – ახმადი, 9 წლის – ელი და 8 წლის -ადამი მონაწილეობდნენ…
როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც კადიროვის შემთხვევაში ხდება ხოლმე… სამივე ორთაბრძოლა კადიროვის შვილებმა მოიგეს… თუმცა ამ ამბავს უსიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა, როგორც რუსეთში სპორტის ამ სახეობის ფედერაციის ხელმძღვანელის ასევე ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მხრიდან, რადგან სპორტის ამ სახეობაში 12 წლამდე ბავშვებს, სანახაობით ტურნირებშიც კი – მონაწილეობა ეკრძალებათ.

https://youtu.be/qnsUzI67pEA

https://youtu.be/QzUbMuQAR1A

banner
წინა სტატიაშირუსული ბომბდამშენების უტიფარი კრუიზი ევროპაში
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა მთავარ კორუფციონერად პოროშენკო დაასახელეს