რუსული ბომბდამშენების უტიფარი კრუიზი ევროპაში

14569817_652189338274590_416537527_nროგორც BBC ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ორი რუსუსლი ბომბდამშენი Ту-160, ევროპის 5 ქვეყნის საზღვრის გასწვრივ ფრენით, ესპანეთამდე ჩავიდა და უკან გამობრუნდა…
შემთხვევა 22 სექტემბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლახან, საფრანგეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ბომბდამშენები პირველად ნორვეგიის საზღვრებთან გამოჩნდნენ, სადაც მათ ადგილობრივი ორი ავიაგამანადგურებელი აედევნა და ისინი შოტლანდიის საზღვრამდე ჩააცილეს… შოტლანდიაში კი უკვე ბრიტანულმა ავიაციამ არ მისცა საზღვრის დარღვევის უფლება რუს პილოტებს და ირლანდიის სანაპიროების მიღწევის შემდეგ მათ სამხრეთისკენ მოუხვიეს… ცოტა ხანში კი მათ საფრანგეთის საზღვართან ფრანგული ,,რაფალები,, ელოდათ, რომლებმაც რუსული ,,ბლეკ ჯეკი,, ესპანეთის საზღვრამდე მიაცილეს… ბილბაოს ჩრდილოეთით კი – რუსებს ესპანელების F-18 -ები დახვდნენ. ესპანეთის საზღვართან დასრულდა რუსი ბომბდამშენების უტიფარი კრუიზი ევროპული ქვეყნების საზღვრის გასწვრივ და ისინი იმავე გზით გამობრუნდნენ უკან.
როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, რუსეთის მხრიდან განხორციელებული მსგავსი უტიფარი ქმედებები მას შემდეგ უფრო გახშირდა, რას დასავლეთსა პუტინს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებმა მკვეთრი გაცივება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში,,დროა პუტინს საკუთარი წამლით ვუმკურნალოთ,, – The Washington Post
შემდეგი სტატია(ვიდეო) კადიროვმა იუბილეზე საკუთარი შვილები აჩხუბა