video ინციდენტი “რუსთავი 2”-ის დილის ეთერში

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის დილის გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ინციდენტი მოხდა. ტელეკომპანიის ერთ-ერთი სტუმარი, პანტომიმის თეატრის მსახიობი ეთერში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოვიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ნაწყვეტმა, სადაც მსახიობმა სალომე ფილიშვილმა  დილის მაყურებელს ამინდის პროგნოზი გააცნო, მომხმარებლებში აღშფოთება გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი ინციდენტში, რომლის დროსაც მსახიობს აშკარად უჭირს ტექსტზე და რეალობაზე კონცენტრირება, გადაცემის პროდიუსერი დაადანაშაულა, რომელმაც, სავარაუდოდ, იცოდა მსახიობის მდგომარეობა.

https://youtu.be/BCisTBsw2Mc

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მოსახლეობას ქართული კლინიკების მაგივრად, რუსულს სთავაზობენ
შემდეგი სტატიააფხაზეთში რუსეთის საელჩო ბავშვებზე მოქალაქეობას დაჩქარებული წესით გასცემს