აფხაზეთში რუსეთის საელჩო ბავშვებზე მოქალაქეობას დაჩქარებული წესით გასცემს

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოქმედი რუსეთის საელჩო ბავშვებზე, რომელთაც ერთ-ერთი მშობელი მაინც რუსეთის მოქალაქე ყავს, დაჩქარებული წესით გასცემს პასპორტს, იმისათვის, რომ მათ რუსეთის კლინიკებში მკურნალობით ისარგებლონ, რომელსაც აფხაზური პოლისი გულისხმობს – “სპუტნიკი” ავრცელებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის ანზორ გოოვის თქმით, რუსეთმა ჯანდაცვის პროექტში აფხაზეთის მოსახლეობისათვის, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, 2017 წლისათვის მილიარდი რუბლი გამოყო. ანზორ გოოვმა პრესკონფერენციაზე, ასევე, განაცხადა, რომ სამედიცინო პოლისების შემოღება ადგილობრივებს რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში მისცემს მკურნალობის საშუალებას, რაც თავის მხრივ ქართული კლინიკებში მკურნალობის “სამუდამო დახურვას” გამოიწვევს: “იმ ადამიანების განკიცხვის მორალური და იურიდიული უფლება, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ მიდიან მე, როგორც ექიმს, არა მაქვს. მაგრამ სამედიცინო პოლისის შემოღება საზღვრის სამუდამო დაკეტვას გამოიწვევს, რადგანაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში მკურნალობას შევთავაზებთ” – განაცხადა გოოვმა.

banner
წინა სტატიაშიvideo ინციდენტი “რუსთავი 2”-ის დილის ეთერში
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საკოორდინაციოშეხვედრა გაიმართა