(+ვიდეო) გიორგი კვირიკაშვილი: მე ვამაყობ, რომ გაერო-ში გამოვდივარ საქართველოს სახელით

მე ვამაყობ, რომ გამოვდივარ საქართველოს სახელით დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი დამაკავშირებელი მოვლენების ცენტრში იმყოფება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, “სწორედ ეს სულისკვეთება გვამოძრავებს ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს”.

“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ პროცესში უზრუნველვყოფთ მათი უფლებების, მრწამსისა და კულტურის პატივისცემას.ჩვენ იმედით შევყურებთ გაერო-სთან შემდგომ თანამშრომლობას, რათა ხორცი შეესხას უკეთესი მომავლის საერთო ხედვას”,-განახცადა გიორგი კვირიკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=7QrZcqukurs

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას
შემდეგი სტატია“გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო წარმოაჩინა, როგორც ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რეგიონისთვის”