(video) დავით უსუფაშვილი იმ მიმართვას ასაჯაროვებს, რომლითაც “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

“პარტიაში დღეს მიმდინარე მოვლენები არის არა შედეგი ჩემი გადაწყვეტილების, არამედ ჩემი გადაწყვეტილება იყო განმნპირობებული იმ ვითარებით რაც პარტიაში არსებობდა”- აცხადებს დავით უსუფაშვილი “ტვ პირველის” ეთერში. უსუფაშვილმა ის მიმართვა გაასაჯაროვა, რომლითაც მან “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შესახებ პარტიის წარმომადგენლებს მიმართა.
„ხანგრძლივი განსჯის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შექმნილ ვითარებაში ჩემი მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯია პარტიის დატოვება. ბევრჯერ მითქვამს, რომ მე პარტიის დამფუძნებლებთან შიდაპარტიულ ომში არ ჩავერთვებოდი და შესაბამისად, არც ძალთა თანაფარდობა მაინტერესებს და არც შეიარაღებაში არსებული არგუმენტები. პარტიაში კი უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი არათუ გადაბრუნებული, არამედ განსხვავებული სიტყვაც კი ასანთის გაკვრის როლს შეასრულებს. შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეუძლებლად და დაუშვებლად ვთვლი წარსულის გააზრება-შეფასების რაიმე თუ მომავლის დანახვა-დაგეგმვის საკითხებზე დისკუსიაში ჩართვას. არც ჩემი სუპერპასიურ როლში გადასვლაა გამოსავალი, რადგან მე რომც შევძლო პასიურობა, პარტიაში მძიმე პროცესები მაინც განვითარდება, ხოლო მე თუ პარტიაში ვიქნები, ბევრს ექნება მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, მეც ჩავერთვები ამ პროცესებში“. შესაბამისად, მე ამით იმის თქმა მინდა, რომ პარტიაში დღეს მიმდინარე მოვლენები არის არა ჩემი გადაწყვეტილების შედეგი, არამედ ჩემი გადაწყვეტილება იყო განპირობებული იმ ვითარებით, რაც პარტიაში იყო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=hco6gzrROoY

banner
წინა სტატიაში“ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დათო ბერძენიშვილთან ან ლევან ბერძენიშვილთან არასდროს მიჩხუბია