დავით უსუფაშვილი: დათო ბერძენიშვილთან ან ლევან ბერძენიშვილთან არასდროს მიჩხუბია

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

25 წელზე მეტია, ვარ „რესპუბლიკურ პარტიაში”, ამ პარტიის აქტიური წევრი ვარ 2005 წლიდან, ამ ხნის განმავლობაში არასოდეს არ გვიჩხუბია მე და დათო ბერძენიშვილს ან ლევან ბერძენიშვილს. ერთმანეთთან ურთეირთობაში არასოდეს არ გადაგვილახავს ის ზღვარი, რაც არის ნორმალური დებატებისა და დისკუსიებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეს ურთიერთობების მისთვის მნიშვნელოვანია და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ თემებს და ამ საკითხებს უფრთხილდებოდა.

„მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი 25 წლის განმავლობაში. „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლებთან, სხვა წევრებთან ერთად ვიყავი თანამონაწილე აქტიური საზოგადოებრივი პოლიტიკური თანაცხოვრების. ამითი ვიამაყებ სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ძალიან ღრმად მჯერა, რომ ამ ხსნის განმავლობაში, თუ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო, ღირსეულად ეტარებინა ის პასუხისმგებლობა, შეძლო, ყოფილიყო თავისი პრინციპების, ღირებულებების ერთგული, ეს იყო „რესპუბლიკური პარტია“. მიდნა ვისურვო, რომ ეს პარტია გააგრძელებს საქმიანობას და დარჩება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტად“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში, არსად, არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ არ ისაუბრებს იმ ნიუანსებსა და დეტალებზე, რომლებიც არის შიდაპარტიული.

banner
წინა სტატიაში(video) დავით უსუფაშვილი იმ მიმართვას ასაჯაროვებს, რომლითაც “რესპუბლიკური პარტია” დატოვა
შემდეგი სტატიავარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა