(ვიდეო) აშშ-მ გადაწყვიტა ასადის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებისათვის იბრძოლოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ სირიის პრეზიდენტის პოსტიდან ბაშარ ასადის გადაყენების ოპერაციისათვის ემზადება – შესაბამისი ვიდეო უწყების საიტზე გამოქვეყნდა. “ეს მოქმედებები უკვე დაწყებულია” – თქვა ტილერსონმა შეკითხვის პასუხად, მოხდება თუ არა დონალდ ტრამპთან ერთად საერთაშორისო კოალიციის ფორმირება, ასადის გადასაყენებლად.
ამერიკელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ დარწმუნებულია იმაში, რომ ქიმიურ შეტევაზე ასადია პასუხისმგებელი. მან, ასევე რუსეთს მოუწოდა სირიასთან ურთიერთობას გადახედოს.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი სირიის საკითხებში არ ჩაერევიან და რომ ასადის გადაყენება აშშ-ს პრიორიტეტი არ არის.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მთავარმა რაბინმა სირიის ომი ჰოლოკოსტს შეადარა
შემდეგი სტატიაივანიშვილი ასწლოვან ხეებთან ერთად მრავალწლოვანი ბამბუკებითაც დაინტერესდა