ივანიშვილი ასწლოვან ხეებთან ერთად მრავალწლოვანი ბამბუკებითაც დაინტერესდა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გარდა ასწლოვანი ხეებისა, მრავალწლოვანი ბამბუკებითაც არის დაინტერესებული.
გურიაში უკვე მისმა წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ისეთი ბამბუკების მოძიება, რომლის შემოწერილობა 50 სმ ნაკლები არ იქნება.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით ერთი ძირი ბამბუკის ფასი 50 ლარიდან იწყება.
ზოგადად, საქართველოში მრავალწლოვან მერქნიან ტექნიკურ კულტურებს შორის ბამბუკს კომერციული მნიშვნელობით და გავრცელების პერსპექტივებით საპატიო ადგილი უკავია. ბამბუკს ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად, კალათებისა და გოდრების დასაწნავად, საანკესო და სასპორტო ჯოხების დასამზადებლად, მევენახეობასა და მებოსტნეობაში, როგორც საუკეთესო საყრდენს.
მისი მერქნისაგან მზადდება ასევე უმაღლესი ხარისხის ქაღალდი.
ბამბუკის ნარგაობა მისი ძლიერი ფესვთა სისტემის გამო საუკეთესო საშუალებაა ფერდობების და ხრამების ეროზიული პროცესებისაგან დასაცავად.
ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი რამდენიმე ძირი ბამბუკი უკვე გადაიტანეს მისი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წყარო: “გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) აშშ-მ გადაწყვიტა ასადის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებისათვის იბრძოლოს
შემდეგი სტატიაშეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე სამხედრო იერიში მიიტანა