(video) აფხაზეთში ვითარება კულმინაციას უახლოვდება–ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა

აფხაზური ოპოზიციის მიერ ინიცირებული და 15 დეკემბერს დაწყებული აფხაზეთის სახალხო შეკრება მწვავე სიტუაციაში შეიძლება გადაიზარდოს…
სოხუმში დილიდან ორი მიტინგი მიმდინარეობდა… სოხუმის დრამატულ თეატრთან აფხაზური ოპოზიციის სახალხო შეკრება და დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რაულ ხაჯინბას მომხრეთა შეკრება…
საღამოს საათებში ოპოზიციის მიტინგზე, დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასთან მოლაპარაკებებიდან დაბრუნებულმა ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, მომიტინგეებს ხაჯინბას კომპრომისი გააცნო, რომლის მიხედვითაც ის ოპოზიციას ვიცეპრემიერის, გენერალური პროკურორის, მინისტრის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში ორ ადგილს სთავაზობდა… რამაც მომიტინგეები არ დააკმაყოფილა და მათ მოგვიანებით პირდაპირ პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლა გადაწყვიტეს…
ჯერჯერობით უცნობია რა სახეს მიიღებს ორი სხვადასხვა პოზიციის მიტინგებზე მდგომი ხალხის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რადგან სიტუაცია ძალიან დაძაბულია… ცნობილია რომ ოპოზიცია ხაჯინბას უპირობო გადადგომას მოითხოვს.
ვიდეო:

https://youtu.be/bv3y37UCLi4

 

banner
წინა სტატიაში(video) ალეპოს ბავშვები და თურქი ჟურნალისტის ცრემლები პირდაპირ ეთერში
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება