(VIDEO) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ლაშა შ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

https://www.youtube.com/watch?v=6R6hYaf5fTM&feature=youtu.be

 

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატია(+ფოტო) ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი ქართველი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი