საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება.
პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა პარლამენტში ამჟამად მანანა კობახიძეს უჭირავს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.