(Video) “ახალგაღვიძებულ მოქლაქეებს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ… მსხვილი ჯგუფთან პირდაპირ კომუნიკაციაში იყო ნიკანორ მელია” – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი “გავრილოვის ღამის” ღამეზე სრულ პასუხისმგებლობას ისევ ოპოზიციას აკისრებს.
მისი თქმით ის “დაჯგუფება, რომელიც ქალაქში გაუშალა, ახლადგაღვიძებულ მოსახლეობას რისკს უქმნიდნენ”.

“რამდენიმე მსხვილი ჯგუფი უბრალოდ გაიშალა ქალაქში: ეს იყო რუსთაველის გამზირი, ეს იყო გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. გამთენიამდე ეს ხალხი, მე არ ვამბობ ყველაზე, დაახლოებით, 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მათ შორის ნიკანორ მელიაც დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე… ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები, როდესაც ახალ გაღვიძებულ ქალაქს, მოქალაქეებს, პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები როგორც მოქალაქეზე, ასევე მათ ქონებაზე, ასევე პოლიციაზე” – აცხადებს გიორგი გახარია.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/332451690996190/

banner
წინა სტატიაშიგახარია ირწმუნება რომ ნარინჯისფერი ტყვიებისგამოყენება პოლიციისთვის დასაშვებია
შემდეგი სტატია“გაფრთხილება იყო ოთხჯერ, ყველგან, მედიაში” – გახარია