“გაფრთხილება იყო ოთხჯერ, ყველგან, მედიაში” – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 20 ივნისის დარბევამდე დემონსტრანტები 4-ჯერ გააფრთხილეს, მათ შორის, სპეციალური ხმითაც:
“როდესაც, 10 საათზე, აქცია გახდა ძალადობრივი, სადღაც ორსაათნახევრის შემდეგ დაიწყო მხოლოდ პოლიციამ მოქმედება. როგორ ფიქრობთ, კანონდამცველი მოქალაქის ვალდებულება რა იყო? აქციაზე დარჩენა? მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალაქი მერმა რამოდენიმეჯერ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გთხოვთ, დატოვოთ აქციის ტერიტორია. ეს გაფრთხილება იყო ოთხჯერ, ყველგან, მედიაში, მე გამოვედი რამოდენიმეჯერ პირადად. დავდექი ჟურნალისტებთან და ვთხოვე მოქალაქეებს” – თქვა “რეაქციაში” შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში(Video) “ახალგაღვიძებულ მოქლაქეებს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ… მსხვილი ჯგუფთან პირდაპირ კომუნიკაციაში იყო ნიკანორ მელია” – გახარია
შემდეგი სტატია“იმ ნაწილში რომ იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება”- გახარია “გავრილოვის სისხლიან ღამეზე”