“ვგმობ ამღაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას”- კორცხელის მოვლენებს ევროპის სახალხო პარტია ეხმაურება

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება ევროპის სახალხო პარტია. პარტიის განცხადებას პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი ავრცელებს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივ უნდა გამოიძიოს ინციდენტები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. საქართველოში არ უნდა ჰქონდეს ადგილი დაუსჯელობას:

„მკაცრად ვგმობ ამღაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, რომელიც მიმართული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, წევრებისა და დეპუტატების წინააღმდეგ. ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია ფართოდ გავრცელებული დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელიც ხორციელდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპები და კანონის უზენაესობა. მომხდარი მოვლენები არამხოლოდ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონის უზენაესობას, არამედ პირველ რიგში, საფრთხის ქვეშ აყენებს საარჩევნო გარემოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ასევე, საქართველოს გზას ევროპული ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოლი კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში „სისტემატური ძალადობის, პრესის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემაზე განხორციელებული თავდასხმების საშიში ტენდენციის“ გამო.

banner
წინა სტატიაშიტრამპი პოპულარობით კლინტონს დაეწია
შემდეგი სტატიათურქეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა