ვგეგმავთ რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან საუბარს, უნდა გადავარჩინოთ მიშა – გიორგი სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს, ყოველდღიური საპროტესტო აქციები კი უახლოეს დღეებში დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, უკვე მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ რომელი პარტიის მომხრეა, ვინაიდან საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე.

“მართლა ძალიან რთული სიტუაციაა, ვგეგმავთ რა თქმა უნდა, რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან საუბარს მაგრამ დრო არ ითმენს. უნდა ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება უფრო აქტიურად, თქვენი იმედი მაქვს. მართლა, აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პარტიის მომხრე ხართ აქ არის ადამიანის სიცოცხლეზე საუბარი, უნდა გადავარჩინოთ მიშა. მე მაქსიმალურს ვიზამ, რომ ჩემი ძმა ვნახო გამოჯანმრთელებული, ვგულისხმობ, გაყვანილი იქნას საზღვარგარეთ, მულტიფუნქციურ კლინიკაში”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმაკრონსა და პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი იქნება
შემდეგი სტატიარუსული მედია – ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპასუხო სანქციების შესახებ