რუსული მედია – ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპასუხო სანქციების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზოგიერთი სახელმწიფოს „არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“ საპასუხო ეკონომიკური ზომების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილება კრძალავს გარიგებების გაფორმებასა და ვალდებულებების შესრულებას უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც ექვემდებარებიან რუსეთის საპასუხო სანქციებს, ასევე ქვეყნიდან ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტს ასეთი პირების სასარგებლოდ.

მთავრობას ევალება ათი დღის ვადაში შეადგინოს შესაბამისი სია.

რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტი ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან და მოქმედებს „სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების” გაუქმებამდე.

banner
წინა სტატიაშივგეგმავთ რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან საუბარს, უნდა გადავარჩინოთ მიშა – გიორგი სააკაშვილი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში