ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან გადადგა

chiciashviuliვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

“მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, ვის კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი.სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები. ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანს, ვინც დაიკავებს ჩემს ადგილს და ამ საქმეს გააგრძელებს.

შემომთავაზეს სხვა თანამდებობების დაკავება, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ეს საქმე ჩემთვის მორალურად იყო მნიშვნელოვანი, მივდივარ და ვრჩები რიგით ვეტერანად. მე, ირაკლი შიხიაშვილი ყოველთვის ვუგულშემატკივრებ თითოეულ ვეტერანს და ვიდგები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე”, – აღნიშნულია შიხიაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკოკა ყანდიაშვილი: “საკუთარ გარემოცვას ესაუბრეთ “დავაი დაახვიეთი”
შემდეგი სტატიაუნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას