კოკა ყანდიაშვილი: “საკუთარ გარემოცვას ესაუბრეთ “დავაი დაახვიეთი”

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში   ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის, ფიზიკური შეურაცხყოფის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვრცელ “ფეის-პოსტს” ავრცელებს.

YANDIASHVILI

“სამწუხარო ისაა, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა, (ან როგორ ხდება ისე, რომ ასეთები თანამდებობებზე ხვდებიან? ვინ არჩევს მათ? როგორ გადიან კრიერულ საფეხურებს?) არ იცის მედიასთან ურთიერთობის ელემენტარული წესები, არ სმენია მოთმინების ვალდებულებაზე და დარწმუნებულია საკუთარი ქმედებების სისწორეში.
ეს გახლავთ საჯარო სამსახურში დასაქმებული, ღირსეული და პროფესიონალი ადამიანების – მადისკრედიტირებელი სახე, რომელიც ისევ მედიის საშუალებით გამოაშკარავდა.
საკუთარ გარემოცვას ესაუბრეთ “დავაი დაახვიეთი”….. და არა ქართველ ჟურნალისტებს, ბატონო “ევროპელო ჩინოვნიკო”.
მივმართავ კახეთის გუბერნატორს, ბატონ ირაკლი შიოლაშვილს – დღესვე “დაახვევინეთ” ამ არსებას სამსახურიდან და უახლოესი 5 წელით, დააკისრეთ ვალდებულება ეთიკისა და ესთეთიკის სრული კურსი შეისწავლოს. ასევე გადახედეთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს, კიდევ ხომ არ არის სადმე შემორჩენილი საუკუნის წინანდელი “ბეყე” კადრი. დაატრენინგეთ თანამშრომლები და გააგებინეთ, რომ არც ჟურნალისტს, არც მოქალაქეს, არც საკუთარი ოჯახის წევრებს – ასე არ უნდა ემეტყველონ.
ბატონო ირაკლი, ყოველთვის თანამედროვე, საქმიანი და სამშობლოს ერთგული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდით. კარგად გამოიყურებოდით, კარგად გეცვათ, კარგად მეტყველებდით. გიცნობთ პირადათ, მე ვამზადებდი პრეს-რელიზს, როდესაც თქვენ ინიშნებოდით ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და დარწმუნებული ვიყავი, დაკისრებულ ნდობას გაამართლებდით. – ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას გთხოვოთ, გამოიძიეთ – რანაირად მოხვდა ეს კაცი, ასეთ თანამდებობაზე? რა საკითხით მიმართეს მას ჟურნალისტებმა და რა ნათესავზეა საუბარი?
არ მიუშვათ ეს საქმე – ბოლომდე მიჰყევით. ვიცი ,თუ რამხელა შრომა გაქვთ გაწეული თქვენ და თქვენი ადმინისტრაციის თანამშრომლებს მთელი კახეთის მაშტაბით, რომ საკუთარი ვალდებულებები, ხალხის წინაშე პირნათლად შეასრულოთ და ნუ გადააყოლებთ ამ სახის “გმირებს” – ამხელა შრომას. მეტი სიმკაცრე, მეტი დაკვირვება კადრების შერჩევისას, მეტი პასუხისმგებლობა – და ყველაფერი კარგად იქნება.
განსაკუთრებული მადლობა კახეთის საინფორმაციო ცენტრს!”-წერს კოკა ყანდიაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ლუხუმ შეთეკაურმა ოპერატორი ფიზიკური ძალის გამოყენებით ოთახშიც შეაგდო და მისი ჩაკეტვა სცადა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობის 7-მა წევრმა შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატიავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან გადადგა