ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ

ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50-პროცენტიანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშიანდრო გოცირიძე: “კიბერკრიმინალის გამოძიება ძალიან ქვეყნებისთვისაც კი პრობლემატურია”
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს