ვერ უშველით პლაკატების ფხრეწვა – ჩხეიძე

შანტაჟიშა და მოსყიდვის მცდელობა სოფლებში – ხაშურის მოსახლეობა “ქართული ოცნების” მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნატო ჩხეიძეს ესაუბრა. ჩხეიძის თქმით, გასულ ღამეს ადგილზე მისი საარჩევნო პლაკატებიც ჩამოხიეს.

წუხელ გაკრული ჩემი პლაკატები შუაღამისას ჩამობრდღვნეს ოცნების აქტივისტებმა და ქუჩაში მიყარ-მოყარეს. პლაკატების ფხრეწვა ვერ უშველის ივანიშვილის ოცნებას. ვერ დამეწევიან ვერც ხალხის თანაგრძნობაში, ვერც მათთან ერთად ბრძოლაში, ვერც ჭკუაში და ვერც ენერგიაში, – თქვა ნატო ჩხეიძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გამო მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებით დაემუქრნენ.

შეგახსენებთ, რომ ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ხაშურის, ქარელისა და გორის ნაწილის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ეროვნულ ბანკს აფრთხილებს
შემდეგი სტატიატელეფონიდან ჩემ პირად ინფორმაციას ითვისებენ, ეს უკანონობაა – მიხეილ რამიშვილი