ტელეფონიდან ჩემ პირად ინფორმაციას ითვისებენ, ეს უკანონობაა – მიხეილ რამიშვილი

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ტელეფონიდან პირად, კონფიდენციალურ ინფორმაციას იღებს, რაც უკანონობაა.

რაც კი ჩემ მობილურ ტელეფონშია, ჩემი პირადი მიმოწერა, სურათები, ვიდეო, სხვა კლიენტებთან თუ კი რამე კონფიდენციალური მქონდა, ჩემი პირადი ინფრომაცია თუ კი რამე იყო – სულ ყველაფრის კლონირებას აკეთებენ. ითვისებენ ჩემ პირად ინფორმაციას, ამით უკანონობას აკეთებენ, აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს გამოძიება. ჩემ კითხვაზე, თუ რატომ აკეთებენ ამას, მპასუხობენ, რომ გადაიტანენ მასალას და ხვალ რომ მოვალ, ჩემთან ერთად გამიჯნავენ, – ამბობს რამიშვილი.

მიხეილ რამიშვილი ამერიკის ელჩსა და საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით მიმართავს, დაეხმარონ მას სიმართლის დადგენაში.

banner
წინა სტატიაშივერ უშველით პლაკატების ფხრეწვა – ჩხეიძე
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ორი თავი ერთი სხეულის