“ვერ ნახავთ ვერც ერთ ნორმალურ ხელისუფლებას, რომელიც იტყვის, რომ ყველაფერი გაკეთებულია და უნდა წამოვწვეთ მხართეძოზე”

100 წლის მერეც,სამი საუკუნის მერეც საზოგადოებას ექნება საფუძველი, თქვას, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, ზუსტად ამას იტყვიან მომავალი ხელისუფლებებიც, – ასეთი კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილი NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე.

„შეუძლებელია, საზოგადოებოს განვითარება რაიმე ეტაპზე შეჩერდეს, განვითარება კი ნიშნავს ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას. საზოგადოება აბსოლუტურად მართალია და ყოველთვის მართალი იქნება. ვერ ნახავთ ვერც ერთ ნორმალურ ხელისფულებას, რომელიც იტყვის, რომ ყველაფერი გაკეთებულია და უნდა წამოვწვეთ მხართეძოზე“,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით ციფრი ცოტა გადაჭარბებულია.

„რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს რომ ჩვენი მიზანია, საზოგადოებისაც და ხელისიფლებისაც, ყველასთვის ცნობილია. რასაკვირველია, თანდათანობით უნდა მოიმატოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ, რადგან ეს ასოცირდება ჩვენთვის და ხელისფლებისთვისაც პროგრესთან“,-აღნიშნა ნოდარი ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე მასთან კონსულტაციები გაიმართოს