დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე მასთან კონსულტაციები გაიმართოს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე კონსულტაციები მასთან გაიმართოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არ არის.

„მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია რაიმე სახის კონსულტაცია ჩემს შესახებ, ისევე, როგორც მე არ ვარ ჩართული წინასაარჩევნო სიის შედგენაში. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, ვფიქრობ, ეს საპასუხისმგებლო საკითხია და კონსულტაციები ალბათ იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში“ვერ ნახავთ ვერც ერთ ნორმალურ ხელისუფლებას, რომელიც იტყვის, რომ ყველაფერი გაკეთებულია და უნდა წამოვწვეთ მხართეძოზე”
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს