საპარლამენტო უმცირესობა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს ვერსია მორგებულია მმართველ გუნდზე და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები მოიგოს.
“ეს არის კანონი, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვის გამარჯვება შემდეგ არჩევნებზე. ეს ხდება თანდათანობით თითქმის შეუძლებელი, თავადაც ვერ გარკვეულან როგორი კანონი უნდა მიიღონ და როგორ უნდა დაჭრან საქართველო ოლქებად, რომ ეს იყოს საფუძველი მათი გამარჯვებისა”, – განაცხადა სერგო რატიანი
თავისუფალი დემოკრატების აზრით, მმართველმა გუნდმა, როგორც დემოკრატიულად მოაზროვნე უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა შანსი.