ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია იგეგმება

ალეკო ელისაშვილ

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს:

“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სუს-ის მაღალჩინოსნისგან მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად გოგაშვილის უწყება ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს. მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც მისი ქმედებებით გამწარებულია, გეგმას ელისაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს. ის სცემონ. ამას, ისევე როგორც ძალიან ბევრ სიბინძურეს, გოგაშვილი გეგმავს. მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი, სამწუხაროდ არ ვიცით მისი გვარი.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საქმე უნდა გახსნას, ხოლო ნუკრის მიაცემინებენ ჩვენებას, რომ ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მითითებით მოქმედებდა.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ხელი აიღოთ ასეთი ტიპის ანგარიშსწორებაზე, რადგან ეს ვერ მოაგვარებს იმ საქმეს, რომ ბესელია და კობახიძე მექრთამეები და ნარკობარიგების მფარველები არიან”- აცხადებს ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშივერ გაუგიათ როგორ დაჭრან საქართველო, რომ არჩევნები მოიგონ – სერგო რატიანი მმართველ გუნდზე
შემდეგი სტატია„ეს ასევე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამოძახილია”