ვენეციის კომისიისგან ველოდებით პოზიტიურ შეფასებას – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დადებით დასკვნას ელის. მმართველი გუნდის წევრთა განცხადებით, კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ქვეყანას ისტორიის განმავლობაში ყველაზე კარგი კონსტიტუცია ექნება.

“ვენეციის კომისიისგან ჩვენ ველოდებით პოზიტიურ შეფასებას, ვენეციის კომისია აკვირდება იმ პროცესებს, რაც საქართველოშია და ის აუცილებლად ჯანსაღად შეაფასებს მთავრობის, ხელისუფლების და უმრავლესობის გულწრფელ სურვილს. ეს ჩანაწერი, ეს კონსტიტუციური მოდელი, არის ჩვენი აზრით, საქართველოს რეალურ ცხოვრებაში და ის აუცილებლად შექმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიებს,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებულ რედაქციას პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. თუმცა, სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები პარლამენტის დელეგაციამ კომისიის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის ახალი პროექტი – საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ეს კონსტიტუცია ამ ფორმით ვერ იარსებებს