რომან გოცირიძე : ეს კონსტიტუცია ამ ფორმით ვერ იარსებებს

ეს კონსტიტუცია ამ ფორმით ვერ იარსებებს- ეს განცხადება,”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მხრიდან მმართველი გუნდისთვის 4 პუნქტიან შეთავაზებაზე მმართველი გუნდის უარს გამოეხმაურა.

რომან გოცირიძემ ვენეციის კომისიის დასკვნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპელი ექსპერტების დასკვნა კრიტიკული იქნება. დეპუტატების განცხადებით, შენიშვნები სავარაუდოდ, ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს დაემთხვევა.

„ამ კონსტიტუციას არ ჰყავს არცერთი მომხრე, არც არასამთავრობო, არც პარტიული და არც საერთაშორისო სექტორში. არაფერს ესენი არ შეცვლიან, მათი მიზანია, როგორმე გაინაღდონ ხელისუფლებაში ყოფნა, ძალადობისა და მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ. ეს კონსტიტუცია ამ ფორმით ვერ იარსებებს. ოპოზიცია ქართველი ხალხი ამ კონსტიტუციას შეცვლის,“ – აცხადებს „ენმ“-ის წევრი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიისგან ველოდებით პოზიტიურ შეფასებას – დავით მათიკაშვილი
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა” თბილისის საკრებულოში არსებულ დარღვევებზე ანგარიშს დღეს წარადგენს