“ვენეციის კომისიის დასკვნა მკაცრი და კრიტიკული იქნება” – აკაკი მინაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი კონსტიტუციის ახალ პროექტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ
ვენეციის კომისიის დასკვნა ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით, მკაცრი და კრიტიკული იქნება.
„მთავარ საკითხზე, რომელზეც იყო საუბარი და ეს არის, როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული თუ მაჟორიტარული, ამ მიმართულებით ვენეციის კომისიას აქვს ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ არჩევნები უნდა იყოს პროპორციული წესით, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება. ჩვენ გვახსოვს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის, თავმჯდომარის განცხადება, რომ ვენეციის კომისია არის იმედგაცრუებული ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ უპრეცედენტო თაღლითობა ჩაიდინა მაშინ ხელისუფლებამ. ვენეციის კომისიაში გააგზავნა სხვა დოკუმენტი და საბოლოოდ განსახილველად გამოიტანა აბსოლუტურად სხვა დოკუმენტი“ – განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული და ასეთად დარჩება“ – ანა დოლიძე კონსტიტუციაზე
შემდეგი სტატიასაქართველოში 871 ერთეული ბრილიანტის თვალი მალულად შემოიტანეს