„დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული და ასეთად დარჩება“ – ანა დოლიძე კონსტიტუციაზე

კონსტიტუციის ახალი პროექტი – ვენეციის კომისია დასკვნას დღეს დაამტკიცებს. კომისიის სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაესწრება. დოლიძე ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება:

„ჩვენ მოვისმენთ კომისიის მოსაზრებებს იმ დოკუმენტზე, რომელიც უკვე მიღებულია სამი მოსმენით, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმ ნაკლოვან მხარეს, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესს ჰქონდა. ეს მხარე კომისიამ აღნიშნა თავის დასკვნაში და ახლაც დარწმუნებული ვარ, ამას ხაზს გაუსვამს, რომ საბოლოო ჯამში არავითარი მცდელობაც კი არ ყოფილა, ნამდვილი და გულწრფელი მცდელობა ვინმესთან მოლაპარაკებისა, კონსტიტუციის ტექსტთან მიმართებაში, გარდა საკუთარი თავისა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული დოკუმენტი, ის ასეთად დარჩება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უმაღლეს კანონს, ეს ფაქტი უაღრესად სამწუხარო და არასასიამოვნო შედეგის მომტანია,“ -განაცხადა ანა დოლიძემ „კურიერთან“ საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული დეკანოზის ადვოკატები პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ
შემდეგი სტატია“ვენეციის კომისიის დასკვნა მკაცრი და კრიტიკული იქნება” – აკაკი მინაშვილი