“ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შენიშვნები” – ვოლსკი

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ვიცე სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისას, მთავარი განმაპირობებელი საკითხი სახელმწიფოს ინტერესები და სტაბილურობა იყო.

“ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შენიშვნები. შეიძლება რეკომენდაცია ჰქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი არის სტაბილურობა და სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც ამ სტაბილურობას უკავშირდება და ამ სტაბილურობაზე უნდა განვითარდეს. ასე რომ, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი არგუმენტები გააჩნია ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, მაგრამ ვფიქრობ, აქ უმრავლესობის პოზიცია მართებულია,“ – განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგლდანში აფთიაქი გაძარცვეს
შემდეგი სტატიააჭარიდან შეკვეთილში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს