გლდანში აფთიაქი გაძარცვეს

Crime Scene

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ერთ-ერთი აფთიაქი გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული აფთიაქიდან. ასევე, უცნობია დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატია“ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შენიშვნები” – ვოლსკი