აჭარიდან შეკვეთილში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში კიდევე ერთი ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს. შესაბამისი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამთენიისას დასრულდა.

ტექნიკური პრობლემების გამო, ტიტას ასწლოვან ხეს თითქმის ერთი თვის განმავლობაში მახინჯაურის სანაპიროზე ყოფნა მოუწია, ხე დღის ბოლოს გურიის მიმართულებით აჭარიდან ზღვით დაიძრა. თავის დროზე შეფერხებების მიზეზი ბარჟის დაზიანება გახდა.

შეკვეთილში, ყოფილი პრემიერის პარკში აჭარიდან უკვე 10-ზე მეტი ხე არის გადატანილი.

banner
წინა სტატიაში“ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შენიშვნები” – ვოლსკი
შემდეგი სტატია“საიას” საკანონმდებლო ინიციატივა – იუსტიციის საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის საბჭოს წევრების არჩევის პროცედურები