“ველოდებით, როდის ამოეწურება მოთმინება ხელისუფლებას”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

„არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, როდის ამოეწურებათ მოთმინება ხელისუფლების წარმომადგენლებს და როდის დათანხმდებიან რაიმე კონსტრუქციულს, მაგრამ არა მგონია, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს ან ოპოზიციას ამის მოლოდინი ჰქონდეს. მართალი გითხრათ, იმის მოლოდინი მაქვს, რომ მოიტანენ ისევ რაღაც აბსოლუტურად მიუღებელს, რომელიც თითქმის შეურაცხყოფის ან დაცინვის ზღვარზე იქნება“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ ისინი სრულად პროპორციულ სისტემას ითხოვენ
შემდეგი სტატია“ჩოხატაური რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ახლა დაგუგლა”