„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ ისინი სრულად პროპორციულ სისტემას ითხოვენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი ლომია აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური ძალა ოპოზიციური პარტიების მიერ გადამუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს არ ემხრობა.

„პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნა უცვლელი რჩება. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მრავალმანდატიანი ოლქი ეს არის პრინციპში ის სისტემა, რომელიც არ უარყოფს მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც უკვე არსებობს, უბრალოდ ცოტათი ცვლის. ოპოზიციის მოთხოვნა თავიდანვე იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ჩვენ უცვლელ პოზიციაზე ვრჩებით. დღესაც ვითხოვთ პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა ლომიამ შეხვედრის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაში“მრავალმანდატიანი ოლქები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის”
შემდეგი სტატია“ველოდებით, როდის ამოეწურება მოთმინება ხელისუფლებას”