ველით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხედველობაში იქნება მიღებული – ამერიკელი დიპლომატი

“მთავარი არხის” ვაშინგტონის ბიუროსთან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე საუბრობს.

მისი თქმით, შტატებში ელიან, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის მიმართ მოპყრობა გარკვეულ ღირებულებებთან შესაბამისობაში იქნება.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ახლა საქართველოს შიგნით ერთიანობის მომენტია.

“მიხეილ სააკაშვილის გარშემო შემქნილი ვითარება არის ის, რის შესახებაც პრესაში გავრცელებულ ცნობებს გულდასმით ვუწევთ მონიტორინგს და რა თქმა უნდა, ველით, რომ მისი ან ნებისმიერი პატიმრის მიმართ მოპყრობა იქნება გარკვეულ ღირებულებებთან შესაბამისობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხედველობაში იქნება მიღებული. მინდა გითხრათ, რომ ახლა საქართველოს შიგნით მომენტია ერთიანობისთვის. 2008 წლის მოვლენები, რომლებიც ახლა ადამიანთა მოგონებებში საქართველოსა და აქ, ამერიკაში ცოცხლდება, ტრავმულია საქართველოსთვის”, – თქვა დერეკ ჩოლეტმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია
შემდეგი სტატიაზახაროვა ლიეტუვის გადაწვეტილებას, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოაცხადოს, პროვოკაციად და ექსტრემიზმად აფასებს