თალაკვაძე – ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია

საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე – ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ანტიდასავლური რიტორიკით ოპოზიცია გამოირჩევა.

„ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანთროპი, თავისუფალი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ივანიშვილს ჰქონდა ამ ბანკთან მოგეხსენებათ, დავა, რომელიც მოიგო საერთაშორისო სასამართლოში და დადასტურდა, რომ მისი უფლებები ამ ბანკმა დაარღვია. თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება. რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, ელჩს, ევროკავშირის ელჩებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ადვოკატი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაველით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხედველობაში იქნება მიღებული – ამერიკელი დიპლომატი