ველისციხესთან დაშავებულმა პოლიციელებმა გამოკვლევების შემდეგ თელავის საავადმყოფო დატოვეს

ველისციხესთან დაშავებულმა პოლიციელებმა, შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, თელავის რეფერალური საავადმყოფო დატოვეს.

მორიგე ექიმის, მარინა ქართლელიშვილის განცხადებით, დაშავებულები მკურნალობას სახლში გააგრძელებენ.

მისივე თქმით, მიღებული დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე ისინი სტაციონარში მოთავსებას არ საჭიროებენ.

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა სახის დაზიანებით ათამდე პოლიციელი შეიყვანეს. პოლიციელები ველისციხესთან, პოლიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან დაპირისპირებისას დაშავდნენ.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – კარვების ფართომასტაბიან აქციას არ ვიწყებთ, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, მათ სურვილს ვიზიარებთ