გიორგი ვაშაძე – კარვების ფართომასტაბიან აქციას არ ვიწყებთ, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, მათ სურვილს ვიზიარებთ

მთავრობა უნდა გადადგეს – ის დანაშაული, რაც დღეს ჩაიდინეს, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მთავრობის გადადგომა მოვითხოვოთ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნათა შორის რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„ჩვენ კარვების ფართომასტაბიან აქციას არ ვიწყებთ, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, მათ სურვილს ვიზიარებთ და გვერდით ვუდგავართ. გააგრძელებენ აქ კარვებით ყოფნას, საკუთარ პროტესტს გამოხატავენ და ჩვენ ამ პროტესტში ბოლომდე ვუერთდებით, თუმცა ეს ჩვენი სისტემური გადაწყვეტილება არ არის. გაერთიანების ლიდერებს სიღრმისეული მსჯელობა გვექნება, სადაც ჩვენს სამოქმედო გეგმაზე ჩამოვყალიბდებით. ჩვენი მოთხოვნებია, ვადამდელი არჩევნები. მთავრობა უნდა გადადგეს, რადგან ის დანაშაული, რაც დღეს ჩაიდინეს პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მთავრობის გადადგომა მოვითხოვოთ. აუცილებლად მოხდება სალომე ზურაბიშვილის სრული დელეგიტიმაცია. ეს ყველაფერი არჩევნების შედეგების ანულირებამდე მივა. ამის სამართლებრივი საფუძვლები და სამართლებრივი დოკუმენტაცია არსებობს. მივდივართ ამ მიმართულებით. გვექნება ძალიან მწყობრი სტრატეგია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან.

banner
წინა სტატიაშიველისციხესთან დაშავებულმა პოლიციელებმა გამოკვლევების შემდეგ თელავის საავადმყოფო დატოვეს
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს