“ვდგავართ გზის გასაყარზე” – ლანა ღოღობერიძე რუსულ კანონზე

რუსულ კანონს აპროტესტებს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც, რომელიც ამ წუთებში სხვა ხელოვანებთან ერთად დეა ენის ბაღში იმყოფება. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა ახლა გზის გასაყარზეა, არჩევანი კი მარტივია: ევროპა ან რუსეთი, რომელიც ყოველდღიურად უკან-უკან მიექანება.

კიდევ ერთხელ ვდგავართ გზის გასაყარზე და კიდევ ერთხელ ჩვენ, ყველამ ერთად ხალხმა უნდა ვთქვათ, რა გვინდა. გვინდა გზა ევროპისკენ. გვინდა ბედნიერება, სიხარული, კეთილდღეობა, თანასწორობა და ეს ყველაფერი არის იქით და მეორე მხარეს არის მართლა ის რუსეთი, რომელიც სულ უკან და უკან მიექანება, ადამიანებს კლავენ ციხეში და განსახიერებაა უბედურების და მტრობის. არ გვინდა ეს მტრობა. ამიტომაც არ გვინდა ეს კანონი, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.

დედა ენის ბაღში ამ წუთებში რუსული კანონის წინაააღმდეგ შეხვედრა მიმდინარეობს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ივანიშვილის პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღოს რუსული კანონი და არ დააყენოს საქართველო რუსულ რელსებზე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი
შემდეგი სტატიასიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ემსხვერპლა