სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა – 50 წლამდე ფიქრია დარჩია სიდნეის სავაჭრო ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

შეგახსენებთ, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. სულ მცირე, 11 კი დაშავდა. ​მათ შორის, ბავშვიც. დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან.

ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მალევე გაანეიტრალეს. ის სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ვდგავართ გზის გასაყარზე” – ლანა ღოღობერიძე რუსულ კანონზე
შემდეგი სტატიაბაღდათი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა