ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. 1 600 მ2 ფართობის სივრცეში, რომელიც ავტოსადგომადაა ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება.

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი და ურნები.

სკვერში დასასვენებელ პავილიონთან ერთად, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების, განათებისა და სარწყავი ქსელების მოწყობა.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა მცენარეები – წითელი კოწახური, არღავანი, თეთრი (ცრუ) აკაცია, რობინია, ეონიმუსი, ლიგუსტრუმი, წითელი ნეკერჩხალი და ბალახი.

პროექტის ღირებულება 254 041 ლარს შეადგენს. სამუშაოები ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა ბევრ ქვეყანას არ აწყობს, რადგან ასე მათ გლობალური კონკურენტი ეყოლებათ
შემდეგი სტატიაპრემიერი „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე – “საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა”