ვლადიმერ პუტინი – რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა ბევრ ქვეყანას არ აწყობს, რადგან ასე მათ გლობალური კონკურენტი ეყოლებათ

რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა ბევრ ქვეყანას არ აწყობს, რადგან ასე მათ გლობალური კონკურენტი ეყოლებათ და ამიტომ ყველაფერს აკეთებ, რომ დაგვაშორონ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “ტასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ნებისმიერი გაერთიანება რუსეთსა და უკრაინას შორის, მათი შესაძლებლობები და კონკურენტუნარიანობა ქმნის გლობალურ კონკურენტს ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ეს არავის სურს, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ, რომ დაგვაშორონ”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ ზელენსკისთან “მშვიდობასა და მეგობრობაზე” მოლაპარაკებები შესაძლებელია, რადგან “იმედი ბოლოს კვდება”.

“იმედი ბოლოს კვდება, ალბათ, არის მოლაპარაკებების შესაძლებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ჩამოვიდა პარიზიდან “ნორმანდიული ოთხეულის” სამიტის შემდეგ და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მინკის ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს”, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაში“ტელეიმედის” სარეკლამო შემოსავალმა 9,891,702.51 ლარი შეადგინა
შემდეგი სტატიავაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა