თბილისში ვაჟა – ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია, ამჟამად მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, გუშინ ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის მამაკაცი მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 10 ტყვია ესროლეს, რომელთაგან მას 4 ტყვია მოხვდა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა