- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ნარკოტიკების შეძენა Viber -თ და Telegram-ით სპეცსამსახურების ოინია
მნიშვნელოვანი
- ნარკოტიკების შეძენა Viber -თ და Telegram-ით სპეცსამსახურების ოინია
სხვა სტატიები
,,თაიმერის,, ინფორმაციით, მობილური კავშირის ქართველ მომხმარებლები, საკუთარ ტელეფონებზე განთავსებულ ინტერნეტ კომუნიკაციის პროგრამებით Viber -თ და Telegram-ით ნარკოტიკის შეძენის შესახებ ,,სარეკლამო,, შეტყობინებებს კვლავ ღებულობენ.
გზავნილები, ,,მაგთისა,, და ,,ჯეოსელის,, აბონენტთა Viber -ზე და Telegram-ზე რუსული ნომრებიდან ხორციელდება.ასევე რუსული სატელეფონო ნომრებია მითითებული ნარკოტიკების ფართო ასორტიმენტის ძალიან დაბალ ფასად საქართველოში შესაძენად დაკავშირების მსურველთათვის,მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ნომრის უკან მდგონი ადამიანები, უცნობ პირებს, რომლებიც წესით მათ არ უნდა იცოდნენ, რას საქმიანობენ და რა პროფესიის არიან, ნარკოტიკებთან ერთად ნარკო კურიერობას და ნარკოდილერობას სთავაზობენ, რაც დამატებით ეჭვს აჩენს.
საეჭვოა ის გარემოებაც, რომ სარეკლამო შეტყობინების დაგზავნას Viber -თ და Telegram-ით, მომხმარებელთა მობილური ტელეფონის ნომრების ცოდნა, ანუ მონაცემთა ბაზა სჭირდება, რაზეც წვდომა ნარკოტიკებით მოვაჭრეებს წესით არ უნდა ჰქონდეთ. კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი, რუსულ ენაზე გაკეთებული ე.წ. სარეკლამო შეტყობინება, მხოლოდ იმ ადამიანებს მისდით, რომლებიც ამ ენას ასე თუ ისე ფლობენ… სხვებს კი ქართულად ეგზავნებათ შეტყობინებები.
ნარკოტიკების რეალიზაციის მსგავს მეთოდთან დაკავშირებული ზემოთ მოყვანილი საეჭვო გარემოებები, საფუძველს გვაძლევს გონივრული ეჭვი გვქონდეს, რომ ამ რუსული ნომრების უკან არა ნარკოდილერები, არამედ სპეცსამსახურები დგანან და გამორიცხული არაა რომ ის, ჩვენი ქართული სპეცსამსახურები იყოს.რა მიზნით კეთდება მსგავსი პროვოკაციები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მოქალაქეთა (მათ შორის მცირეწლოვანთა) დაცვა პროვოკატერობისაგან, ხელსუფლების პასუხისმგებლობაა.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური