შსს გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო-თემქაზე ახალგაზრდა სპორტსმენები დაჭრეს

თემქაზე, კერძოდ, გურამიშვილის გამზირზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დარბაზში, სადაც ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა, ახლაგაზრდა სპორტსმენი ყელში დაჭრეს. დაჭრილია კიდევ სამი ახალგაზრდა. ისინი  გადაყვანილნი  არიან მე-5 და მე-8 საავადმყოფოებში.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.   დაჭრილების   ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: თემქაზე ახალგაზრდა სპორტსმენი დაჭრეს
შემდეგი სტატიავაჟა – ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია