ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გეგმავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს.

თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც მათი ოჯახის წევრებით დაკომპლექტდება.

“ჩვენ, მთელ ოჯახი, კოლეგები და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ, ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგვცა. საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. როგორც ვხედავთ, ყველაფერმა მოგვცა ნული შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი”, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ კვირას, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება იგეგმება, ამის შემდგომ კი საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება.

“თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო. კიდევ ერთი, მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის, რომ ალფავიტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ქვეყანა ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ, დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება”, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.

15 ნოემბერს ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტს ჟურნალისტი ირაკლი შონია ეხმაურება
შემდეგი სტატიაევროსაბჭო იმედგაცრუებას გამოთქვეს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე საქარველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით