პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტს ჟურნალისტი ირაკლი შონია ეხმაურება

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტს ეხმაურება, რომელიც უკრაინაში შედგა და სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.

“საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ორ დღიანი ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. პრემიერს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ზელენსკისთან,პრემიერ გონჩარუკთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რაზუმკოვთან.
პრემიერის მთავარი განაცხადი იყო: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას!
უკრაინის პრეზიდენთან ერთად ხელი მოეწერა დოკუმენტს სტრატეგიული საბჭოს შექმნის თაობაზე რომლის ძირითადი მიმართულება იქნება: თავდაცვა-უსაფრთხოების გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური,პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული! (მჭიდრო თანამშრომლობა)!
გიორგი გახარიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სუამ-ის სამიტში,რომელიც კიევში იმართებოდა,რომლის ძირითადი გზავნილი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარება და თანამშრომლობა.ხელი მოეწერა დოკუმენტებს,რომლის მიხედვით სახელმწიფო საბაჟო ოპერატორებს საშუალებას აძლევს მსოფლიო მასშტაბით ისარგებლონ განსაკუთრებული ნდობით ბიზნეს საზოგადოებაში. ასევე ხელი მოეწერა ოქმს სახელმწიფოს ადმინისტრატორებს შორის,საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის გამოყენებით დატანებულ იქნას სპეციალური კოდი,სავაჭრო ტვირთის წარმომავლობის ნამდვილობის შესახებ…ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს!
შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნებს შორის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე,ტურისტული ზრდის ხელშეწყობაზე.გიორგი გახარიამ განაცხადა რომ მომავალ წელს სუამ-ს თავმჯდომარეობას გაუწევს აზერბაიჯანი,რითაც პროდუქტიული და ეფექტური აღმოჩნდება თანამშრომლობა. პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს,უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის საქმიანობაც და უკრაინას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. ვიზიტის ბოლოს ბ-ნმა გიორგი გახარიამ პატივი მიაგო უკრაინელ გმირებს,ეროვნულ გმირთა მემორიალთან!
უკრაინამ ოფიციალურად მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას!
პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა: ჩვენ უნდა მივისრაფოდეთ ევროპისაკენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი!
ორ დღიანი ვიზიტი დასრულდა ნაყოფიერი და უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვით,რაც საქართველოს სხვადასხვა სფეროში წინ წასწევს და საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის აწმყოსთვისაც და პოზიტიური მომავლისათვის”, – წერს ირაკლი შონია

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: მოეგეთ გონს და დაანებეთ თავი მოქალაქეების ძალდატანებას და იძულებას
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გეგმავს