“…ვაშლებს დავუკლოთ… მე პირველად რეჟიმში გეუბნებით ამას, ცოტა სხვანაირად გეტყვით პლენარულ სხდომაზე”- ქანთარიას მოთხოვნა მთავრობას

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

დეპუტატი ნუკრი ქანთარია მთავრობისგან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ენის დეპარტამენტისთვის თანხების გათვალისწინებას მოითხოვს. მისივე შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით კულტურის სამინისტრო ისევ “გერის როლში” რჩება. ქანთარიას თქმით, ძალიან მწირია ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებაც:

„მთავრობას ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად მინდა მივმართო – ჩვენ ენის კანონი რომ მივიღეთ, რატომ მივიღეთ?! სად არის ამ ბიუჯეტში ენის დეპარტამენტზე გარკვეული კვოტა? იმიტომ არის რომ ქართულს ვეღარ ვლაპარაკობთ ვერც პარლამენტში და ვერც გარეთ… ენის დეპარტამენტი ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და ორი “კაპიკი” გვენანება ამისთვის?!…

62 მილიონი ემატება განათლებას, მაგრამ კულტურის სამინისტრომ რანაირად უნდა მოახერხოს თავისი გეგმების განხორციელება, რეფორმის ჩატარება?! 16 მილიონი ხომ ვიცით, რომ ფრანკფურტის ბაზრობისთვის ემატება, დანარჩენი ერთი მისხალი არაფერს ემატება და ფაქტობრივად, ხელებშეკრულს ვტოვებთ ამ სტრუქტურას. ვერაფრით გავითავისეთ ის, რომ განათლება და ნაკითხობა არის სხვადასხვა რამე. შეიძლება ჩვენ ნაკითხი ხალხი გამოვუშვათ, მაგრამ არა განათლებული, იმიტომ რომ განათლების საფუძველი არის კულტურა. კულტურის სამინისტროს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული უპირატესობა. სახელოვნებო განათლება განათლება არ არის?! თუ განათლებაში შედის 62 მილიონი, რატომ სახელოვნებოს არაფერი უნდა მოემატოს?! მე არ ვიცი, თუ გინდათ ვაშლებს დავუკლოთ, თუ გინდა სხვა რამეს დავუკლოთ, ნუღარ იქნება და გადავიდეს თითო-თითო მილიონი მაინც, თუ სხვაგან ვერ ვძებნით ამ თანხებს. მე პირველად რეჟიმში გეუბნებით ამას, ცოტა სხვანაირად გეტყვით პლენარულ სხდომაზე… ოქროს ვაშლები რომ გვინდა, ოქროს პალმები რომ გვინდა, ვერცხლის დათვები და ა.შ., საიდან მოდის ეს, თუ კინოცენტრი იქნება ისევ გაღარიბებულ მდგომარეობაში?! მათხოვრის როლშიც არ არის ახლა კინოცენტრი. კი ბატონო, ტელეფონითაც შეგვიძლია გადავიღოთ ფილმები, მაგრამ ეს არ არის მიღებული პრაქტიკა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში“გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ… დესტრუქციის საშუალება არ მიეცემა”
შემდეგი სტატიავოლსკი: პრეზიდენტმა პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთა