ვაშაძე – სიების აღდგენის პრეცედენტი იყო 2008 წელს, ამ პრეცედენტის გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ

საარჩევნო სიების აღდგენის პრეცედენტი იყო 2008 წელს, როცა საარჩევნო სიები აღდგა, ამ პრეცედენტის გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო სიების აღდგენის საკითხზე განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, რომ არა საარჩევნო სიების ჩახსნა და ბოიკოტი, საკრებულოებში „ქართული ოცნების“ მონოლითური ძალა ვერ დაირღვეოდა.

„რაც შეეხება საარჩევნო სიებს, რომ არა საარჩევნო სიების ჩახსნა და ბოიკოტი, დღეს საკრებულოებში „ქართული ოცნების“ მონოლითური ძალა ვერ დაირღვეოდა. საკრებულოებში, სადაც ოპოზიცია არის ძლიერი, გავაჩინეთ ბაცილა და შევუშვით, რაც იქნება ერთ-ერთი საწყისი, რომ „ქართული ოცნების“ მონოლითური ძალა მოვარღვიოთ ორგანოებში. სიების აღდგენის პრეცედენტი არის 2008 წელს, როცა საარჩევნო სიები აღდგა. ამ პრეცედენტის გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ოპოზიციის დასუსტება პარლამენტში

„ოპოზიციის სამით ნაკლები მანდატი მეტი გარანტიაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ მყიფე უმრავლესობას შეინარჩუნებენ. ეს უნდათ, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიებისთვის, ასევე ოპოზიციური აქტივობისთვის. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ოპოზიცია უფრო ძლიერი იყოს პარლამენტში. ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა ჩემმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამ თვალსაზრისით შეცდომები დაუშვა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებას სწრაფად უნდა მიმხვდარიყო. „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის ეშინია და ახლა უწყვეტს ოპოზიციონერებს მანდატის მოქმედების ვადას“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე – ზახაროვა
შემდეგი სტატიაკულება – როცა დავინახავთ რუსეთის ჯარების გაყვანას, მერე დავიჯერებთ და ვირწმუნებთ დეესკალაციას